კობახიძე: ეს არის დაპირისპირება რუსთავი 2-ის მფლობელებს, მენეჯმენტსა და საქართველოს შორის, სადაც გამარჯვებული გამოვა საქართველო
07/03/2017 22:57:47

ევროსასამართლოში არის დაპირისპირება რუსთავი 2-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დროებითი შეჩერების მექანიზმის უვადოდ გაგრძელების თაობაზე. 

როგორც კობახიძემ გადაცემა არჩევნაში განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსთავი 2-ის მფლობელები, მენეჯმენტი უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. 

”კონტექსტი არის შეცვლილი მას შემდეგ, რაც საქმემ გადაინაცვლა სტრასბურგის სასამართლოში. დღემდე საქმეს ერქვა ხალვაში ყარამანაშვილის წინააღმდეგ. დღეს უკვე საქმეს ჰქვია რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვართ პასუხისმგებელი საქართველოს ინტერესების დაცვაზე და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი ინსტიტუციების, მათ შორის საერთო სასამართლოების პრესტიჟი. ეს არის დაპირისპირება რუსთავი 2-ის მფლობელებს, მენეჯმენტსა და საქართველოს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო, რადგან სიმართლე არის საქართველოს მხარეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსთავი 2-ის მფლობელები უპირისპირდებიან საქართველოს და დღემდე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა საქართველო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვა გამარჯვებული”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისივე თქმით, საერთო სასამართლოებში მიმდინარე პროცესი იყო დავა კერძო სუბიექტებს შორის, რაშიც საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ ჰქონია. 

”ჩვენ ძალიან მშვიდად ვუყურებდით პროცესების განვითარებას, რომელიც დაკავშირებული იყო რუსთავი 2-თან, ვგულისხმობ საერთო სასამართლოებში წარმართულ პროცესს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს იყო კერძო სუბიექტებს შორის დავა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა არავითარი, მათ შორის არც პოლიტიკური ინტერესი ამ საქმის მიმართ. ასევე მშვიდად ვაგრძელებთ ამ პროცესების ყურებას. საქმე გრძელდება სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა რაიმე უფლება, იყო თუ არა არასწორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენ არასწორად თქვით შესავალ სიტყვაში, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს ის, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო არასწორი. ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ამ პროცესების განვითარებას”, - განაცხადა კობახიძემ. 

25/02/2014 11:53:52 თეთრი სახლი საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

თეთრი სახლი თავის მხრივ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა და ვიცე პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცეს წარმატება ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის პირველ პრეცედენტში და მტკიცედ მოუწოდეს - განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით.

21/05/2014 19:03:54 ბაროზო: გარედან ვერავინ ჩაერევა საქართველო-ევროკაშვირის ურთიერთობაში

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ.

25/06/2014 17:35:27 არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ცესკოს თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს მიმართავენ. ერთობლივ განცხადებაში, პარტიები 15 ივნისს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

28/02/2014 04:19:13 იანუკოვიჩი როსტოვში ჩაფრინდა

ვიქტორ იანუკოვიჩი 27 თებერვალს, 10 საათზე როსტოვში ჩაფრინდა, იტყობინება სააგენტო "დონინფორმბიურო". სააგენტოს ინფორმაციით იანუკოვიჩის თვითმფრინავი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სამხედრო აეროდრომში დაჯდა.

03/06/2014 01:31:44 აშშ ევროკავშირისგან რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები 5 ივნისს ბრიუსელში დიდი შვიდიანის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების კატეგორიულად მოთხოვნას აპირებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ გააკეთა.

12/01/2016 17:04:36 კალაძე: გაზპრომი საქართველოს აზერბაიჯანზე იაფ ბუნებრივ აირს სთავაზობს

გაზპრომი საქართველოს აზერბაიჯანულ გაზზე იაფ ბუნებრივ აირს სთავაზობს. ამ ბუნებრივი აირის შესყიდვის შემთხვევაში საქართველო დააბალანსებს იმ დეფიციტს, რომელსაც ის სოკარისგან ვერ ავსებს, - აცხადებს საქათველოს ენერგეტიკი მინისტრი კახა კალაძე.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.