ევროპარლამენტარები: რუსთავის2-ის მფლობელების შეცვლა ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში
07/03/2017 21:40:35

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ევროპარლამენტარების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი.

ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს, ასევე ფრედერიკა მოგერინის და ევროკომისიას წერილით მიმართეს, რომელშიც რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

”არხის მფლობელების შეცვლა და აქედან გამომდინარე, ცვლილება მის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც რუსთავი2-ს გადააქცევს მორიგ მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მაუწყებლად, სერიოზულად შეუშლის ხელს დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში," -  ნათქმია წერილში. 

12/06/2014 21:45:25 ბაროზო: საქართველო ევროპული ოჯახის წევრია

ევროკომიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბაროზომ განაცხადა, რომ ოპოზიციის პატივისცემა, რომ მთავრობა არ შეიძლება იყოს ოპოზიციის ფანი და არც ოპოზიცია - მთავრობის ფანი, მაგრამ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზება.

27/06/2014 15:07:29 აპატურაი ასოცირებაზე: სამივე ქვეყანამ რუსეთიდან ზეწოლას გაუძლო

ვულოცავ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. სამივე მათგანი რუსეთის მხრიდან უდიდესი ზეწოლის ქვეშ იყო - ჯეიმს აპატურაი.

27/06/2014 14:07:55 ირაკლი ღარიბაშვილ: დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში ახალი თარიღი იწერება

დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და,  რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს –ევროპას. ირაკლი ღარიბაშვილმა ხელმოწერის ღონისძიების მონაწილეებს ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმართა.

27/06/2014 14:12:07 საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ. 

07/05/2014 16:45:25 ევროკავშირმა საქართველოს და მოლდოვას 30-30 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვას  60 მილიონ ევროს გამოუყოფს.დახმარება საჯარო დაწესებულებების, მოქალაქეთა და ბიზნესის ხელშესაწობად არის გათვლილი, რათა მათ მიიღონ ის სარგებელი და შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ჩათვლით.

12/09/2014 17:40:57 ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციები იმართება

გუშინ, 11 სექტემბერს ბარსელონაში ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის მილიონიანი დემონსტრაცია ჩატარდა. მანიფესტაციაზე ქალაქის მერიის მონაცემებით, დაახლოებით 1,8 მილიონი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ავრცელებს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.