Human Rights Watch: საქართველოში მედიათავისუფლება საფრთხის წინაშეა
07/03/2017 15:33:18

ორგანიზაცია Human Rights Watch -ის სტატია სათაურით "საქართველოში მედიათავისუფლება საფრთხის წინაშეა", რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენებზე ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში დანიშნული ახალი მენეჯმენტის მიერ გადაცემების შეჩერებაზე საუბრობს. 

Human Rights Watch -ი შეშფოთებულია მედიასა და სასამართლოს სისტემაში ხელისუფლების ჩარევის გამო. ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს ტელეკომპანია იმედის პოლიტიკური ტოქშოუები დაიხურა, რამაც გამოიწვია ჩივილი ხელისუფლების მხრიდან ჩარევასა და ზეწოლაზე.

"რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებულმა დავამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მედიასა და სასამართლო სისტემაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან მიმართებით".

"ხელისუფლების სასარგებლოდ, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მედიაპლურალიზმს საქართველოში და მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზოგადოების წვდომას ოპოზიციურ შეხედულებებზე", - ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში.

Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ მოუწოდებს ხელისუფლებას, რა ტიპის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ თავად უზრუნველყოს ის, რომ სამართლებრივი დავის დასრულებამდე არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

„რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის, მედიის მრავალფეროვნებაზე წვდომაზე, მრავალფეროვან კონტენტზე, ასევე ქვეყანაში ოპოზიციურ მედიაზე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ის როგორ მიმდინარეობდა პროცესი, ხელისუფლების როლი მასში, რეალურად აყენებს საფრთხის წინაშე მედია თავისუფლებას ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი გოგიამ. 


01/03/2014 03:49:43 რუსეთი ყირიმში გაეროს შუამავლების ჩასვლის წინააღმდეგია

რუსეთი უარს აცხადებს  "ყირიმისათვის თავსმოხვეული" საშუამავლო მისიის შექმნის წინადადებაზე. ამის შესახებ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა. 

24/07/2014 16:12:54 უკრაინის რადაში უმრავლესობა დაიშალა

უკრაინის უმაღლეს რადაში საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა. უმრავლესობა ვიტალი კლიჩკოს პარტია უდარმა და ოლეგ ტიაგნიბოკის პარტია სვობოდამ დატოვა. უმრავლესობიდან სხვა დეპუტატებიც გავიდნენ. რადას წევრები აცხადებენ, რომ უმრავლესობის დაშლა პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, რადა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

16/09/2016 12:07:42 ბურჭულაძე და გვარამია ჩანაწერის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

სატელეფონო საუბრის უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს დაიბარეს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ბლოკ "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე. 

03/07/2014 06:53:59 გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს

უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს.

30/01/2014 15:56:09 აშშ-მ უკრაინას სანქციები მოუმზადა

ობამას ადმინისტრაციამ შესაძლოა უკრაინის ოფიციალურ პირებს და საპროტესტო აქციის ლიდერებს ფინანსური სანქციები დაუწესოს, იმ შემთხვევაში თუ მოხდება ძალადობის ესკალაცია.

28/05/2014 11:58:24 სოხუმში ე.წ. პარლამენტის სესია აქციის ფონზე მიმდინარეობს

სოხუმში, ამ დროისათვის ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრიბილი. პარალელურად  ე.წ. პარლამენტის საგაგნებო სესია მიმდინარეობს, რომელიც აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე მსჯელობს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.