დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გეგმავს
07/03/2017 13:22:31

პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებიs ჩატარებას გეგმავს და მას დაცვის მხარე დაესწრება, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა განაცხადეს. 

ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ მათთვისაც უცნობია რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება, თუმცა საგამოძიებო მოქმედებებს ისინი დაესწრებიან.

„იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო მოქმედება ტარდება პროკურატურის მხრიდან, ადგილზე შეგვატყობინებენ რა საგამოძიებო მოქმედებებს აპირებს პროკურატურა. ჩვენ დღის მეორე ნახევარში გვთხოვეს მისვლა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ადვოკატები საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაახლოებით 15:00 საათისთვის მივლენ. 

25/07/2014 18:30:33 ირაკლი ალასანია თავდაცვის ბიუჯეტის 11% ზრდას ითხოვს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მომავალ წელს მისი უწყების ბიუჯეტის 11 %-ით გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ალასანიამ განცხადება რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა და დეპუტატების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

05/03/2014 18:57:09 რუსეთი ბუდაპეშტის მემორანდუმის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე არ მივიდა

პარიზში ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების შეხვედრაზე რუსეთის საგარეო მ ინისტრი არ მივიდა. განუცხადა კოლეგებს ჯონ კერიმ.

30/04/2014 15:29:14 "მოქალაქე"-მ მედიაგარემოს კვლევა საქართვ ელოში TNS-ს შეუკვეთა

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" კომპლექსური კვლევის ჩატარებას და საქართველოში მედიაგარემოს შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარემ და მოქალაქის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი უპრეცედენტოა, რადგან, როგორც წესი, მედიაგარემოს შესწავლა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხდება, ეს პროექტი კი, პერმანენტული იქნება. 

13/12/2014 12:35:08 პრეზიდენტმა NATO-ში საქართველოს წარმომადგენელის ლევან დოლიძის განცხადება გადადგომაზე დააკმაყოფილა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ლევან დოლიძის განცხადება პოსტის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა.

20/11/2014 16:01:17 კოტე ჩოკორაია: ხობის მაჟორიტარი მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ ასოცირდეს სახელისუფლო პარტიასთან

როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი იმის ნაცვლად, რომ პოლიტკური ამოცანის შესრულებით იყოს დაკავებული  ხან პროდასავლელი პოლიტიკოსია, ხან პრორუსი,იმის მიხედვით ვინ არის ხელისუფლებაში და ფიქრობს იმაზე როგორ ასოცირდეს სახელისუფლებო პარტიიასთან, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კოტე ჩოკორაიამ, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადების კომენტირებისას.

13/02/2015 23:02:49 მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. პეტრო პოროშენკომ ბრძანებას რეფორმების მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ცოტა ხნის წინ მოაწერა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.