შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
06/03/2017 14:59:40

პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, - აცხადებს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.მისი ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. 

ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

”ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს, თუ პარასკევს საღამოს. როგორც მე ვიცი, ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში”, - განაცხადა ქარჩავამ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე, შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

23/02/2014 21:22:54 ადვოკატი გოგა ონიანი უფლებამოსილების გადამეტებისათვის დააკავეს

გოგა ონიანი დღეს საკუთარ სახლში სამართალდამცავებმა დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს. რა მუხლებით, არ კონკრეტდება. თუმცა ცნობილი ხდება, რომ ყველა მათგანი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

04/04/2014 15:52:04 ადვოკატი: თათუხაშვილს დაზიანებები მკვრივი და ბლაგი საგნებით მიაყენეს

გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის ცნობით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალვა თათუხაშვილის ცხედარზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული.

23/02/2014 19:16:43 გოგა ონიანს ამ წუთებში აკავებენ

ამ წუთებში ბაჩანა ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი საკუთარ სახლში დააკავეს. მას წაუყენეს ბრალი,

21/07/2014 14:49:44 საგამოძიებო სამსახურში თბილისის გამგებლები დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თბილისის მერიის თანამდებობის პირები და თბილისის გამგებლები დაიბარეს.

05/08/2014 22:01:55 დათა ახალაიას ექსტრადირების გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს ვერ მიიღებს - თვლის ადვოკატი

დათა ახალაიას ადვოკატი ალექსანდროს პაპასტერიოპულოსი ვარაუდობს, რომ საბერძნეთის სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ვერ მიიღებს. 

29/07/2014 16:19:09 ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების შედეგები მომავალ კვირაში იქნება

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პირველადი სურათი სავარაუდოდ მომავალ კვირაში ექნება, - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.