კვირიკაშვილი: გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი
06/03/2017 12:50:07

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, ეს ინსტიტუტი მუდმივად უნდა დააკვირდეს მედიაგარემოს და მის განვითარებას.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე.

ამასთან, მინდა ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც.

სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია", - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმინისტრი ადღეს გაკეთებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება არის და იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის გარანტი. მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.

"სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა, სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.

ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის ინტერესშია, დაცული იყოს მედიაპურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება.

"სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება. მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი.

ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს", - ამბობს კვირიკაშვილი და აღნიშნავს, რომ "ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული". 

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ევროსასამართლომ რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. დროებით შეჩერების მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.


26/01/2017 00:30:31 იური ლუცენკო: უკრაინა თავისიანებს არ წირავს

გია ცერცვაძის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ თავის FACEBOOK გვერდზე ქართველი ვიცე პოლკოვნიკის სურათი კომენტარით გამოაქვეყნა.

02/04/2014 20:26:13 Associated Press: აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები შემოიღო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ  „ცივი ომის“ შემდგომ ყველაზე მკაცრ სანქციებს“, - წერს Associated Press. ამასთან ერთად ვაშინგტონმა 1 მილიარდი გამოყო უკრაინის დახმარებისათვის და გაზარდა რადიოსადგურების „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ დაფინანსება.

05/09/2014 22:13:16 NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაცია საქართველოს თაობაზე

უელსის სამიტის დეკლარაცია ხაზს უსვამს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნავს, რომ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი საქართველოს საშუალებას მისცემს,NATO-ს წევრობისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.

19/06/2014 17:02:13 NATO უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების მობილიზებას ადასტურებს

NATO-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების ხელხახალი თავმოყრა ხდება.

16/07/2014 21:43:16 ეროსი კიწმარიშვილის მანქანისკენ მიმართული კამერა შეტრიალებულია

სათვალთვალო კამერა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა სხვა მხარეს არის შეტრიალებული და მასზე ნათითურებია დატოვებული.

06/08/2014 16:34:04 კარლ ბილდტი: საქართველოს ხელისუფლება ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს

საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს, - ამბობს კარლ ბილდტი


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.