მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართვა რუსთავი 2-ის საქმეზე
06/03/2017 23:12:23

მედიასაშუალებები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე.

სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა.

რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია.

ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ შთაბეჭდიების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი2–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს  ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო.

მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2 -ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე”- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ნინო ჯანგირაშვილი,  ტელეკომპანია “კავკასიის”  დირექტორი

მამუკა ღლონტი,  რადიო “მაესტროს” დირექტორი, შპს სტუდია “მაესტროს”  ერთ–ერთი მფლობელი

ილია კიკაბიძე, შპს ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორი

ლიკა ბასილაია,  ვებპორტალი “ევროპა საქართველოსთვის“

დიანა ტრაპაიძე, ტელეკომპანია “პირველის“ ჟურნალისტი, გადაცემა “დღის ამბების“ წამყვანი

ირაკლი ტაბლიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. გადაცემა “ვექტორის“ თანაწამყვანი

გიორგი ისაკაძე,  ფონდი ბიზნესმედია საქართველო. გადაცემების: საქმიანი დილა, ანალიტიკა, ბიზნესკონტრაქტი, ქალების ნარატივის ავტორი.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი.

ია ბობოხიძე , საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე

ნესტან ცეცხლაძე, ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი

ეთერ თურაძე , ჟურნალ ბათუმელების მთავარი რედაქტორი

თაზო კუპრეიშვილი, ონ.გე- ს მთავარი რედაქტორი

გენადი უჩუმბეგაშვილი – ინტერნიუს – საქართველო;

გვანცა ფიფია – სააგენტო აქცენტის დირექტორი;

სოფო ჩხაიძე – გაზეთ 24 საათის მთავარი რედაქტორი;

მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;

მაია ჭალაგანიძე – გაზეთ WEEKEND –ის მთავარი რედაქტორი;

პაატა ვეშაპიძე – გაზეთ 24 საათის დამფუძნებელი;

ნინია კაკაბაძე – ბლოგერი;

ირაკლი მანაგაძე – ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსის მთავარი რედაქტორ;

მაკა ჯახუა – ასოციაცია მწვანე ტალღა

რამაზ სამხარაძე – საქართველის რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე, სამაუწყებლო კმპანია ჰერეთის (რადიოები თბილისისა და ჰერეთის) დირექტორი და დამფუძნებელი;

გელა მთივლიშვილი . საინფორმაციო ცენტრეების ქსელის რედაქტორი

ეკა ალფაიძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი

თამარ ჩერგოლეიშვილი -“ტაბულას” მთავარი რედაქტორი

ეკა შინდაგორიძე  -სააგენტო ნიუპოსტის მთავარი  რედაქტორი

ნინო ჭელიძე – სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის დირექტორი;

რომან ქევხიშვილი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი;

რაულ ქირია- ახალი ამბების სააგენტო FRONT NEWS;

ზვიად ფოჩხუა – საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტი;

ეკა ჯანაშია – ჟურნალისტი; პირველი რადიო;

სალომე აჩბა – მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი;

ახალი ამბების სააგენტო ტიმერ.გე;

მარგარიტა ახვლედიანი – JAMnews;

ინგა გრიგოლია – ტელეკომპანია პირველი;

დავით კანდელაკი – საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო;

ელისო კილაძე – გაზეთი ქრონიკა +;

ლევან ჭითანავა – Business time Georgia;

რამაზ ხატიაშვილი - ჟურნალისტი;

ემზარ გოგუაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო;

დავით მჭედლიძე - Media.Ge, რედაქტორი;

ნათია კობერიძე - IPI Georgia;

ირაკლი მაჩიტაძე – რადიოკომპანია ძველი ქალაქის დირექტორი;

ქეთი ბერძენიშვილი – რადიოკომპანია ძველი ქალაქის პროგრამების დირექტორი;

მაია მამულაშვილი – კახეთის ხმა;

კობა ვასაძე – საინფორმაციო სააგენტო times News;

თელარა გელანტია – ბიზნესკონტრაქტის ჟურნალისტი;

თეა თუაშვილი – ამერიკის ხმის ნიუ-იორკის ქართული ბიურო;

თეა იოსელიანი – "გურიის მოამბის" რედაქტორი;

გიორგი სირაძე – "გურიის მოამბის" ჟურნალისტი;

ვლადიმერ მენაბდე – "გურიის მოამბის" გამომცემელი;

თეონა ჭალიძე – სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო ედიტორი.გე–ს რედაქტორი;

ნინო ივანიშვილი – ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, GIPA;

თამუნა ქემერტელიძე - ბიზნესკონტრაქტის/ ანალიტიკას და "ქალების ნარატივის" პროდიუსერი;

ელენე კვანჭილაშვილი - ბიზნესკონტრაქტის წამყვანი;

მაია მამულაშვილი – ტელეკომპანია კავკასია, თოქ–შოუ “ბარიერის“ წამყვანი;

მაკა ჯანაშია – საინფორმაციო სააგენტო INFONET, მთავარი რედაქტორი;

ალექსანდრე ცნობილაძე – სილკ ტვ;

მაგდა კლდიაშვილი – სპორტული ჟურნალისტი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი;

ია მერკვილაძე, – Netgazeti.ge–ის ბლოგერი, ნიუ იორკი;

კამილა მამედოვა – სათემო რადიო "მარნეული";

ქეთი მსხილაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;

გია სურმანიძე – ტვ 25–ის დამფუძნებელი;

რუსუდან ნიკურაძე – ჟურნალისტი;

ნათია ზოიძე – ჟურნალისტი;

ეკა ლემონჯავა – ჟურნალ სარკის ჟურნალისტი;

ლალი ხუბულავა – ტელეკომპანია "ლტვ", დირექტორი;

თიკო ცომაია – ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, GIPA.

08/12/2014 14:52:49 ღარიბაშვილი: გასულ წლებში დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა

საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

20/02/2014 16:03:36 კიევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეგიონების პარტია დატოვა (VIDEO)

კიევის ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მაკეენკო გავიდა რეგიონების პარტიიდან და განაცხადა, რომ ქალაქის მართვას საკუთარი პასუხისმგელობით განაგრძობს.

15/01/2015 17:36:21 პაატა ლეჟავა: ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ივანიშვილის მორიგი შეუსრულებელი დაპირებაა

ივანიშვილის მიერ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება ისეთივე დაპირებაა, როგორიც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ უხვად გასცა. განაცხადა უმცირესობის წევრმა პაატა ლეჟავამ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვისა და საქართველოს პრემიერის მიერ ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის დაანონსებასთან დაკავშირებით.

05/03/2014 00:33:27 კანადის პარლამენტმა პარლამენტის წინ უკრაინის დროშა აღმართა

ოტავაში კანადის პარლამენტმა შენობის შესასვლელთან უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშა აღმართა. ამის შესახებ ტრვიტერის გვერდზე კანადის პრემიერ მინისტრმა სტივენ ჰარპერმა დაწერა.

13/08/2014 13:18:22 საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

20/05/2014 12:44:02 მედვედევი დასავლეთისგან გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინას NATO-ში არ შეითრევს

რუსეთის პრემიერს მიაჩნია - რუსეთს დასავლეთმა გარანტიები უნდა მისცეს, რომ უკრაინას NATO-ში არ შეითრევს. რუსეთს არ შეუძლია და არ აპირებს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები გასცეს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "ბლუმბერგისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.