ენმ თავისუფალი სიტყვის დასაცავად წინააღმდეგობრივი ფრონტის შექმნის ინიციატივით გამოდის
02/03/2017 01:05:32

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სიტყვის თავისუფლების დასაცავად „წინააღმდეგობრივი ფრონტის“ შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ რუსთავი2-ის შენობასთან ხატია დეკანოიძემ „რუსთავი 2“-ის შენობასთან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

განცხადებაში საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს „წინააღმდეგრობრივი ფრონტის“ შექმნის ინიციატივით მიმართა. 

„მივმართავ საზოგადოების ყველა წევრს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ წინააღმდეგობრივი ფრონტი, რომელიც დაიცავს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას. თუ ჩვენ ამას ვერ დავიცავთ, საქართველო დაუბრუნდება იმ საწყის ეტაპს, საიდანაც დაიწყო განვითარება“, - განაცხადა დეკანოიძემ. 

რაც შეეხება რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებზე პარტიის სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ხვალ, 11:00 საათზე,ნაციონალური მოძრაობა გამართავს პოლიტსაბჭოს სხდომას, რის შემდეგაც, 12:00 საათზე გაკეთდება განცხადება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. პოლიტსაბჭოს სხდომა რუსთავი 2-ის ეზოში ჩატარდება.

23/07/2014 15:45:38 უმცირესობა ბოინგის ჩამოგდების საკითხზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დონეცკის მხარეში ბოინგ 777-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური რეზოლუციის მიღებას ითხოვს. 

04/03/2014 21:21:32 ილია II: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ევროკომისართან გაფართოების და სამეზობლო საკითხებში, შტეფან ფულესთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია ევროინტეგრაციის პროცესს არ აბრკოლებს და ეკლესია ყველაფერს გააკეთებს ამ იდეის განხორციელებისთვის.  პატრიარქმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს არ უზღუდავს შესაძლებლობას გახდეს ასევე სხვა ორგანიზაციების წევრიც. 

20/03/2014 22:29:55 იტალია მზადაა რუსული გაზის შესყიდვაზე უარი თქვას

იტალიას შეუძლია იცხოვროს რუსული გაზის გარეშე თუ რუსეთი სანქციების გამო გაზის მიწოდებას შეაჩერებს, ამის შესახებ განაცხადა იტალიური ნავთობკომპანიის კომპანია Eni-ის ხელმძღვანელმა პაოლო სკარონიმ იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, - ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერფაქსი" ავრცელებს.

01/05/2014 19:33:51 არასამთავრობო ორგანიზაციების პრემიერის განცხადებების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კამპანია "ეს შენ გეხება"-ს ორგანიზატორები არიან, განცხადებას ავრცელებენ და პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გამოსვლის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა და არც ერთი ფაქტი აღნიშნულთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებას ინფონეტი უცვლელად გთავაზობთ.

03/05/2014 13:45:05 ტერორისტებმა ეუთოს მისიის წარმომადგენლები გაათავისუფლეს

"საერთო ძალისხმევით ეუთოს მისიის თორმეტივე წევრი გაათავისუფლეს. ისინი უკვე სლავიანსკიდან გამოვიდნენ. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ტერორისტები მხოლოდ რუსებს უსმენენ", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

05/09/2016 18:09:13 ხალვაში: წარდგენილი დოკუმენტი არის სიყალბე

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე განცხადებას ავრცელებს ხალვაშის განცხადებით,"წარმოდგენილი „დოკუმენტი“ არის ნაციონალური მოძრაობის მორიგი სიყალბე.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.