გვარამია: ჩვენ ვთავაზობთ ხალვაშს გაუსტუმროთ თანხა
02/03/2017 00:38:43

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, – ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ქიბარ ხალვაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადასცეს თუ არა რუსთავი 2–ის მენეჯმენტს არხი, იქამდე ტელეკომპანია მაუწყებლობას გააგრძელებს. 

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან. თუ გამორთავთ ეთერს და გაგვიყვანთ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები. ეს ადამიანები, ვინც ჩვენს უკან დგანან, მათთვის ქონების გადაცემის შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფენ არხის გამართულად ფუნქციონირებას, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, მის შემოსავლებს და ისე, რომ ქიბარ ხალვაშს გავუსტუმროთ თანხა. ისინი არ გაასხვისებენ ამ არხს. შეგვიძლია ეს პირობაც ჩავდოთ არხის გადმოცემის პირობაში. ეს ჩვენი ბოლო სიტყვაა, ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა. თქვენ მოკალით სიტყვის თავისუფლება და სასამართლო ხელისუფლება, გთავაზობთ გამოსავალს ამ გამოუვალი მდგომარეობიდან. „რუსთავი 2“ დარჩება ეთერში და ხმამაღლა გავიგებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც მიიღებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვარამიას თქმით, ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, არხი არსებულ მენეჯმენტს მიჰყიდოს.


13/07/2014 16:55:56 ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში, სამხედრო პატივით, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

18/01/2015 20:40:24 ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ორი დაიჭრა დონეცკის აეროპორტის შტურმისას

დონეცკის აეროპორტის  შტურმის დროს დაიღუპა ქართველი მებრძოლი, უკრაინული არმიის 93-ე ბრიგადის მოხალისე თამაზ სუხიაშვილი, სუხიაშვილთან ერთად  3 ქართველი თანამებრძოლი იმყოფებოდა, 2 დაიჭრა, ერთს კი კონტუზია აქვს მიღებული.

19/06/2014 17:02:13 NATO უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების მობილიზებას ადასტურებს

NATO-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების ხელხახალი თავმოყრა ხდება.

22/05/2016 17:46:33 თამარ ჟვანია: ასეთი დაპირისპირება საარჩევნო პროცესს აზიანებს

არჩევნები გახლავთ სამოქალაქო პროცესი და ეს გარჩევების დღე არ არის, - აღნიშნული განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ზუგდიდში, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

19/02/2015 12:52:05 თავისუფალი დემოკრატები: ევროატლანტიკურ კურსს რეალური საფრთხე ემუქრება

ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება, - განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

30/07/2014 00:03:08 ბარაკ ობამა: აშშ რუსეთის ენერგეტიკას და თავდაცვას დამატებით სანქციებს დაუწესებს

ბარაკ ობამამ რამდენიმე წუთის წინ CNN-ზე განაცხადა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატაბითი სანქციებს ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებში დაუწესებს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.