რუსთავი 2-ის შენობის ეზოში კარვების გაშლა დაიწყო
02/03/2017 23:52:27

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს, რომელთა განცხადებით, კარავი იქნება ერთგვარი შტაბი, სადაც სამომავლო გეგმები შემუშავდება.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-თან ამ დრომდე რჩებიან არხის მხარდამჭერები. ისინი უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. მათი თქმით, გადაწყვეტილება უსამართლოა და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. 

ასევე ცნობილია, რომ 00:00 საათისთვის სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ში მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ, განცხადებას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააკეთებს. 

24/11/2016 10:42:03 მიხეილ სააკაშვილი: მხარს ვუჭერ წარმომადგენლობით ყრილობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტმამიხეილ სააკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას წარმომადგენლობითი ყრილობის ორგანიზებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის როლი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად.

03/09/2014 19:36:42 FIFA და UEFA-მ შესაძლოა რუსეთი გარიცხონ

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რუსეთის ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე გამოსვლის უფლება აეკრძალოთ.

03/10/2016 15:50:18 გვარამია:ხელისუფლებამ ჩაიდინა კიბერ-დანაშაული - ჩემს კომპიტერში ფარული შეღწევა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან გამართული საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია. გვარამიას თქმით, ეს არაა სატელეფონო საუბარი, საუბარი ჩაიწერა თავად პირადი კომუნიკაციის დროს და ჩანაწერი მის კომპიუტერში ინახებოდა. 

19/07/2014 14:27:42 უკრაინული მედიის ცნობით, სეპარატისტები ნივთმტკიცებებს ანადგურებენ

პრორუს სეპარატისტებს ბოინგ 777-ის კატასტროფის ადგილიდან თვითმფრინავის ნარჩენები გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ და ნივთმტკიცებულებების ანადგურებენ - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

08/10/2016 11:3818 ცესკო: 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8,34%-ია

ცესკო-ს მონაცემებით, 10:00 საათისათვის, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 8.34% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 957 მოქალაქეა. 2012 წელს ამავე დროისთვის ხმის მისაცემად 10.66% იყო მისული. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, 10:00 საათის აქტივობა 6.8% იყო.

24/07/2014 23:40:30 პრემიერი: შს მინისტრს ლუცენკოს სასამართლოზე ყოფნის საფუძლების გარკვევა ვთხოვე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ყოფილი შს მინისტრის და პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩევლის იური ლუცენკოს მიერ ქართველი მოსამართლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.