ბარამიძე: ენმ რუსთავი2-ს ფიზიკურადაც გვერდით დაუდგება
03/03/2017 22:42:34

ნაციონალური მოძრაობა ფიზიკურადაც რუსთავი 2-ის გვერდით იქნება, ვაპირებთ ხალხის მობილიზებას, - ამის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის ეთერში სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. 

ბარამიძის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმის დასასრულის დასაწყისის დღეა. "ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ადამიანი, ვისაც ესმის, ეს რა ფასეულობაა. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ, ვის რა ეწყინა და ვის რა შეეშალა. ახლა უნდა გადავარჩინოთ „რუსთავი 2“. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვაპირებთ ხალხის მობილიზებას. იმიტომ არა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიაა, ეს ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამას ლაპარაკობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგურეს და როგორც ქართული საზოგადოება ვერ გააჩერა ვერავინ, ისე ვერ გაანადგურებენ „რუსთავი 2“–ს. ვიდგებით თქვენს გვერდით ფიზიკურადაც. ვიქნებით თქვენს გვერდით დღისით, ღამით, როცა საჭირო იქნება. აქ არანაირი პარტიული თემები არ იქნება, იქნება ერთი ჯანსაღი აზრი, თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

08/12/2014 14:52:49 ღარიბაშვილი: გასულ წლებში დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა

საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

06/02/2017 12:28:56 გვარამია: გავრცელებული ჩანაწერი უმოწყალო მონტაჟია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მისი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, „უმოწყალო მონტაჟია“.

19/06/2014 17:02:13 NATO უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების მობილიზებას ადასტურებს

NATO-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების ხელხახალი თავმოყრა ხდება.

26/02/2014 21:11:40 მიხელი სააკაშვილი უკრაინის არასამთავრობო სექტორს რეფორმებზე ესაუბრა (VIDEO)

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

18/02/2014 17:50:02 კიევი სახალხო აჯანყების ზღვარზე

კიევი სახალხო აჯანყების ზღვარზეა, ხალხმა თვითმობილიზება გამოაცხადა.

29/07/2014 15:08:02 ელენა მიზულინა ყირიმში სექსის აკრძალვას ითხოვს

"ჩვენ იმიტომ არ შემოვუერთეთ რუსეთს ყირიმი, რომ ვინმეს უფლება მივცეთ ეს სიწმინდე შებღალოს" - განაცხადა დეპუტატმა ელენა მიზულინამ "სპრავედლივაია როსია"-დან , რომელმაც მომზადა კანონპროექტი "ყირიმსა და სევასტოპოლში სქესობრივი კავშირის აკრძალვის შესახებ". დოკუმენტი განსახილველად დუმაში უახლოეს დღეებში შევა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.