უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
03/03/2017 20:44:39

ტელეკომპანია რუსთავი 2 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“. რაც ნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი ორის 100 %-ით ხალვაშს მიაკუთვნა.

”- ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 

- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. 

- ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

- გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა. 

- უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება”, -ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საკუთარ გვერდზე ”რუსთავი 2 ” ავრცელებს. 


04/10/2016 16:57:39 ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნაში ბრალდებული ინდუაშვული პოლიციას ჩაბარდა

ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნაში ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილი შსს-ში თავად გამოცხადდა, რის შემდეგაც მისი დაკავება მოხდა. 

01/09/2016 13:30:50 ივანიშვილი: ქართული ოცნება არ არის ჩემთვის დოგმა, რომელზეც მე ვოცნებობ

”ქართული ოცნება” არ არის ჩემთვის დოგმა და რაღაც პარტია, რომელზეც მე ვოცნებობ და მხოლოდ მას ვუყურებ მუხლებში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. 

03/07/2014 12:19:01 ენმ: უგულავას დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ "გიგი უგულავას დაკავება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ, მიზნად ისახავს, უუნაროდ აქციოს მთავარი ოპოზიციური პარტია". ენმ-ის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან პოლიტიკური შურისძიება და ოპოზიციის დევნა ღრმავდება.

13/01/2015 23:20:35 რესტორან "თავადურს" მიხეილ ხუბუტია გარჩევებს უწყობს და მათ დასჯას ცდილობს

დღეს რესტორან "თავადურის" ადმინისტრაციას  უცნობი პირები ხუბუტიასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ახსნაგანმარტებას სთხოვდნენ. საღამოს 10 საათიდან "თავადურ სახინკლეში' რამდენიმე პირი შემოვიდა, რომლებიც ადმინისტრაციის სუფრიდან რამდენიმე ადამიანს მიესალმა და ცალკე მაგიდასთან დაჯდა. ცოტა ხანში ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ცალკე მსხდომი მამაკაცების მაგიდას მიუსხდნენ. საუბარი ხუბუტიას ცემის დეტალებს შეეხებოდა.

20/03/2014 21:12:29 აშშ რუსეთს ეკონომიკურ სანქცებსაც უწესებს

აშშ აწესებს დამატებით სანქციებს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გამო, - განაცხადა ბარაკ ობამამ, უკრაინის თემაზე გამოსვლისას. პრეზიდენტ ობამას თქმით, მან მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც რუსეთის ეკონომიკის არსებითი ნაწილისთვის აუცილებლობის შემთხვევაში სანქციების დაწესების საშუალებას იძლევა.

19/05/2014 13:56:33 პუტინმა უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

ვლადიმირ პუტინმა  რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უბრძანა უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუსული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.