გვარამია: ბიძინა ივანიშვილები მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება
02/03/2017 16:15:56

ბიძინა ივანიშვილები, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეთ, მათსავით მოთხრილი ხეებივით მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება, - განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოსთან, ტელევიზიის მხარდამჭრ აქციაზე. 

მისივე განცხადებით, „საქართველო ვერ გაანადგურა საუკუნეების განმავლობაში ბევრმა აღა მაჰმად ხანმა, თემურ ლენგმა და ვერ იზამს ამას ვერც ბიძინა ივანიშვილი“. 

„შესაძლოა, ხე მოთხარო და გადარგო შენს ბაღში, მაგრამ ქვეყანას ვერ მოთხრი და ვერსად ვერ გადარგავ. თუ ამ 9 მოსამართლეს სურს შეასრულოს იმ ბარებისა და ნიჩბების როლი, რომლითაც ივანიშვილი მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან თხრის საქართველოს ძირფესვიანად, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, ამ ისტორიულ შენობაში წყდება საქართველოს ბედი.

„დიახ, ეს 9 ადამიანი უბრალოდ 9 სახელი და გვარი არაა - უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე დღეს ან ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით, რომლითაც ხელს მოაწერენ კანონიერებას, სამართლიანობას, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას და ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, შეიტანს საკუთარ თავსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას, ამით დააყენებს რისკის წინაშე და შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მომავალს, და რაც მთავარია მათთვის, საკუთარ სახელებს შეიტანს შავი ასოებით ისტორიაში. ეს არის გარდაუვალი“, - განაცხადა გვარამიამ. 

01/03/2014 13:11:09 რუსეთის საგარეო უწყება ყირიმში არსებული მდგომარებით შეშფოთებულია

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რო ყირიმში სიტუაცია არა მოსკოვი, არამედ კიევი ძაბავს.

04/09/2014 11:07:15 ჩეხეთის მთავრობა ახალ სანქციებს ვეტოს დაადებს

ჩეხეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ჩამონათვალის შემცირებას მოითხოვს. ჩეხეთის მთავრობა ე.წ. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში შეტანის აკრძალვი სწინააღმდეგია.

19/07/2014 11:51:15 მოქალაქე: ზედაპირულობა და არაფროფესიონალიზმი დემოკრატიას ხელს უშლის

ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, ”მოქალაქის”, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

08/10/2016 15:11:24 ამომრჩეველი ივანიშვილს მიმართავს: 4 წელი ამის ღირსი ვიყავით, ბატონო ბიძინა? (VIDEO)

Palitra TV ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საარჩევნო უბანზე ყოფნის ვიდეოს ავრცელებს,ბიძინა ივანიშვილს ხმის მოცემის დროს მოქალაქემ საყვედურით მიმართა.

25/02/2015 11:19:01 გია გეწაძის მიერ დაფუძნებული კომპანია გამოძიების ინტერესის საგანი გახდა

8 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის მიერ დაფუძნებული საადვოკატო ბიუროს შპს ”გეწაძე და პატეიშვილის” დირექტორს მაკა ჯაფარიძეს.

02/04/2014 13:56:45 კუბლაშვილი: ვშიშობ, მივლინების პროექტი ხელისშემშლელი არ აღმოჩნდეს მოსამართლეებისთვის

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას მოსამართლეთა მივლინების წესის გადახედვის შესახებ.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.