უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
02/03/2017 13:48:28

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია უზენაესი სასამართლოს პალატის მიერ რუსთავი 2“ის საქმის განხილვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს  

სიტყვის თავისუფლების დაცვის აქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ გახსნა. მან უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

”მოგესალმებით საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მოგესალმებით თავისუფლების მოყვარე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კარგად გაქვთ შეგნებული, რომ დღეს აქ, უზენაესის სასამართლოს წინ ვდგავართ, ვთხოვთ და მოვითხოვთ მოსამართლეებისგან, რომ მათ მიიღონ ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეუნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მედიასაშუალებას, როგორიც არის ”რუსთავი 2”. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ ”რუსთავი 2”-სთვის ბრძოლა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ეს არის თითოეული მედიასაშუალების, თითოეული ჟურნალისტის, რომელსაც აქვს გამბედაობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გადასცეს ნებისმიერი, მართალი ინფორმაცია, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ თქვას ის სიმართლე, რაც უხერხულია ხელისუფლებისთვის. ამიტომ, დღეს არის ბრძოლა ”რუსთავი 2”-თვის, მაგრამ არის ბრძოლა საქართველოში მედიათავისუფლებისთვის, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის”, - განაცხადა გია ბარამიძემ.

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. 

18/07/2014 20:51:33 სამანტა პაუერი: რაკეტა რუსი სპეციალისტების მიერ იქნა გაშვებული

აშშ-ს შეფასებით, მალაიზიური ავიალაინერი ჩამოგდებულია სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებული SA-11 რაკეტით. რაკეტა, რომელმაც უკრაინის თავზე სამგზავრო ბოინგი ჩამოაგდო, შესაძლოა რუსი სპეციალისტების მიერ იქნა გაშვებული. ამის შესახებ აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა გაეროში სამანტა პაუერმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.. მისი თქმით ,კომპლექსი"ბუკი" ძალიან რთული დანადგარია იმისათვის, რომ დონეცკელ აჯანყებულებს შეძლებოდათ მისი მართვა დამოუკიდებლად, 

20/02/2014 15:57:23 მედვედევი იანუკოვიჩს ეფექტური მოქმედებებისკენ მოუწოდებს

"იმისათვის რომ რუსეთმა უკრაინელი პარტნიორების მიმართ ვალდებულებები შეასრულოს, უკრაინის ხელისუფლება ლეგიტიმური და ეფექტური უნდა იყოს, რომ მასზე, როგორც ჩვარზე ფეხებს არ იწმენდნენ"

08/02/2014 05:07:30 პატრიარქი ფილარეტი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა (VIDEO)

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაური პატრიარქი ფილარეტი შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პატრიარქი აშშ-ში ორი დღეა იმყოფება და ის უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში ამერიკის დახმარებას ითხოვს.

23/04/2014 12:54:54 პრემიერი: რა უნდა ასწავლონ და წააკითხონ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კითხულობს, რა უნდა ასწავლონ და წააკითხონ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ღარიბაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

22/02/2014 01:33:53 იანუკოვიჩი და მისი გარემოცვა ხარკოვში გაფრინდნენ

ვიქტორ იანუკოვიჩი შეზღუდული რაოდენობის, განსაკუთრებით სანდო დაცვის თანხლებით, მაჟგორიეში (პრეზიდენტის რეზიდენცია) ჩასვლის გარეშე 22:40 საათზე ადგილობრივი დროით გაფრინდა ხარკოვში, - იტობინება უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

24/04/2014 12:58:27 მაია ფანჯიკიძე: გერმანია და საფრანგეთი ქმედითად შეუწყობენ ხელს საქართველოს ევროპულ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას

მიგვაჩნია, რომ სწორედ გერმანია და საფრანგეთი ქმედითად შეუწყობენ ხელს საქართველოს ევროპულ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.