ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 29 მარტიდან გახდება შესაძლებელი
01/03/2017 17:46:43

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა.

ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.

ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.  

ხელშეკრულების გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. 

დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ფიორგი კვირიკაშვილმა

„მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“, - განაცახდა კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა კოლეგებს, საქართველოს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიაში და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს. 

„დღევანდელი დღე არის გამოხატულება უდიდესი ნდობისა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და დიდი ნდობის გამოხატულება, ასევე, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველო სმოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

20/05/2014 20:18:08 თეთრი სახლის საიტზე მიმდინარეობს გამოკითხვა - "რუსეთი - ტერორიზმის დამფინანსებელი"

თეთრი სახლის საიტზე განთავსებული პეტიცია ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს სცნოს რუსეთი "სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმს აფინანსებს". პეტიციაზე 100 ათასი ხელმოწერაა საჭირო, რათა განხილულ იქნას ინიციატივა. დღეს ხელმომწერთა რაოდენობამ უკვე 93 ათასს მიაღწია.

03/03/2014 15:56:11 რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წუხელ რუსეთის გამანადგურებლებმა უკრაინის საჰაერო საზღვარი დაარღვიეს.  რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალების გამანადგურებლები შავი ზღვიდან ორჯერ შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში.

17/05/2014 21:11:18 კრამატორსკის აეროდრომთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს

კრამატორსკის აეროდრომთან უკრაინის ძალოვანებსა და ტერორისტებს შორის საბრძოლო შეტაკება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით hromadske.tv იტყობინება.

02/03/2014 05:48:58 რვა ნაბიჯი, რომელიც ობამამ რუსეთის დასასჯელად უნდა გადადგას

რუსეთის არალეგალური სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში, ყირიმის რეგიონში, სახელმწიფოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. რვა ნაბიჯი, რომელიც ობამამ რუსეთის დასასჯელად უნდა გადადგას.

08/06/2014 14:08:59 შსს-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

30/09/2016 14:05:44 კობახიძე: ევროსასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევ კომიტეტში მოსამართლეთა სია არ ჩუგდიათ

ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.