პარლამენტი

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და ე.წ. კანონიერი ქურდის - ფრიდონ ბარკალაიას, მეტსახელად "ცანციკას" დაკავება მოითხოვა. თარგამაძის ინფორმაციით, ბარკალაია ახლა სენაკში იმყოფება. ოპოზიციონერმა დეპუტატმა შსს-ს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ არაკორექტული განცხადებებით გამოვიდა

პარლამენტი

მე ავტვირთე ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა? - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ალექსანდრე ჭიკაიძეს გამოუძიებელი საქმეების შესახებ ჰკითხა.

პარლამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი 25 პირი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ამით პრემიერი უმცირესობის წევრი დეპუტატის, გიორგი გაბაშვილის შს მინისტრ ალესანდრე ჭიკაიძისთვის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა, რომელიც კანონიერი ქურდის, მეტსახელად "რემენას" უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის საკითხს ეხებოდა. 

პარლამენტი

პარლამენტში კომიტეტების სხდომებზე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები აცხადებენ, სამინისტროებში მუშაობის პრინციპები არ იცვლება. 

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიის სხდომა გაიხსნა. დეპუტატები დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავენ. სხდომის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია შეტანილი.