თბილისში იანუკოვიჩის მხარდამჭერი აქცია ჩაატარეს
27/01/2014 17:20:36

27 იანვარს, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია ჩატარდა , - იტყობინება რუსული სააგენტო REGNUM. აქციის მონაწილეებმა მოუწოდებს უკრაინის ოპოზიციას შეწყვიტოს ძალისმიერი ქმედებები და ქვეყნისათვის ზიანის მიყენება. აქციის ორგანიზატორები, REGNUM-ის ინფორმაციით იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია  „ევრაზიული არჩევანი -საქართველო“.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ REGNUM-ს განუცხადა, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ უკრაინაში დემონსტრაციები გავიდა კონტროლიდან და დემონსტრანტები გადავიდნენ შეტევაზე.

„ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები შეიარაღებული არიან არა მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილებით“, არამედ ცეცხლსასროლი იარაღითაც, ისინი ყველაფერს წვავენ, შტურმით იღებენ სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ უკვე ხელში ჩაიგდეს მერია და იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე იქცევიან დამნაშავეები, რომელთა მიზანი არის -უკრაინის გაყოფა. თუ ისინი არ შეწყვეტენ ამგვარ ქმედებებს, ეს სამოქალაქო ომამდე მივა. ჩვენ მოუწოდებთ იმ ჯანსაღ ნაწილს, რომელიც დგას მაიდანზე მოვიდნენ გონზე, შეაფასონ სიტუაცია და შეწყვიტონ ძალადობა. მათ უნდა გაიგონ, რომ თავიანთი საქციელით ღუპავენ საკუთარ ქვეყანას“, - განუცხადა REGNUM-ს ჭყოიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და  ოპოზიციური პარტია მხარს უჭერენ უკრაინის ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და პარალელს 2007 წლის 7 ნოემბერთან ავლებენ. „მაგრამ თბილისის ეს მოვლენები მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც დღეს უკრაინაში ხდება. რუსთაველის პროსპექტზე მაშინ იკრიბებოდა 200 ათასი ადამიანი და არცერთი არ იყო შეიარაღებული, მშვიდობიანად აყენებდნენ თავიანთ მოთხოვნებს. ამიტომ იმათი შედარება ამ ხალხთან, ვინც დღეს მაედანზე დგას არ შეიძლება“, - უხსნის ჭყოიძე REGNUM-ს.

არჩილ ჭყოიძის აზრით, წერს REGNUM, უკრაინელმა დემონსტრანტებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობა და მიხვდნენ, რომ პრობლემების მოგვარება უმჯობესია მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით.

როგორც ჭყოიძემ REGNUM-ს ასევე განუცხადა, რომ მათი აქციის შესახებ კოალიციამ შეატყობინა საქართველოში მოქმედ ყველა მედია საშუალებას. მაგრამ არც ერთმა ქართულმა ტელეარხმა ეს აქცია არ გააშუქა.

„მათ გააშუქეს ყველა აქცია, რომელიც უკრაინული ოპოზიციის მხარდასაჭერად გაიმართა, თუმცა ამ აქციებს მართავდნენ ერთიდაიგივე ადამიანები და მათში 3-4 ადამიანი მონაწილეობდა. ჩვენი აქცია კი იყო მრავალრიცხოვანი, იმათთან შედარებით, მაგრამ არცერთი ტელეარხი ამით არ დაინტერესდა, რადგან ჩვენ მხარი დაუჭირეთ უკრაინის კანონიერ ხელისუფლებას და უკრაინის მოსახლეობის ინტერესებს“, - უთხრა REGNUM-ს არჩილ ჭყოიძემ.

03/05/2014 14:47:24 ყირიმელმა თათრებმა საზღვარზე ომონის ბლოკ-პოსტი გაარღვიეს

ყირიმელმა თათრებმა რუსული სპეცრაზმის კორდონი გაარღვიეს და საზღვრისკენ მიდიან. იყო შეხლა-შემოხლა. სპეცრაზმი ჰაერში ისროდა. ამ წუთებისთვის ყირიმელი თათრების კოლონა საზღვარს უახლოვდება, ომონელები ავტომატებით მათ გვერდით მიყვებიან.

29/09/2016 13:46:24 ივანიშვილი: საზოგადოებას არ ესმის, რომ საოცრებები გავაკეთე

შეიძლება, საზოგადოებას რომ არ ესმის, რომ საოცრებები გავაკეთე, აი, ბეწვის ხიდზე დავდიოდი, რომ ჩვენი პარტნიორები არ დაგვეკარგა.- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გორში მედიასთან შეხვედრისას.

08/07/2014 16:08:16 უგულავა: სასამართლომ განხილვის გარეშე ციხეში დამტოვა

გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაუშვებლად ცნობას "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა. 

19/06/2014 21:56:55 ქართული ოცნება: ნაცინალები არ იშლიან შავი ფული და უკანონო მეთოდებით ბრძოლას

„გავრცელებული ინფორმაციით,  საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს. ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს, საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე“

17/09/2014 20:23:07 აშშ სენატი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მხარდაჭერის კანონპროექტს განიხილავს

ამრიკელმა სენატორებმა რობერტ მენდესმა და ბობ კორკერმა სენატში შეიტანეს კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერის შესახებ. 

03/09/2014 19:09:08 ობამა NATO-სგან პარტნიორების თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს

ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ NATO-ს სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვას დასახმარებლად, მათი თავდაცვის გასაძლიერებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა , ბარაკ ობამამ ესტონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.