ფილარეტის სკანდალური აღიარება: მე КГБ-თან ვთანამშრომლობდი
25/01/2014 18:42:00

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა აღიარა, რომ ის და ყველა ეპისკოპოსი КГБ-თან იყო დაკავშირებული. „ყველა, გამონაკლისის გარეშე! საბჭოთა კავშირში არავის შეეძლო გამხდარიყო ეპისკოპოსი თუ КГБარ გასცემდა თანხმობას. ამიტომ ვამტკიცო, რომ მე არ ვიყავი КГБ-თან კავშირში იქნებოდა ტყუილი. ვიყავი დაკავშირებული, როგორც ყველა“, - განაცხადა ფილარეტმა

ამასთანავე, ფილარეტი ამბობს, რომ არანაირი ჩინი მას არ ქონია. „ეს ყველაფერი მოგონილია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბჭოთა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ყველაფერი იყო კონტროლის ქვეშ. მე უნდა შემეთანხმებინა ჩემი მოღვაწეობა სახელმწიფოსთვის. მაგალითად, ეპისკოპოს მღდვლის კურთხევის უფლება არ ქონდა КГБ-ს თანხმობის გარეშე“, - განაცხადა წინამძღვარმა. მან აღნიშნა, რომ სპეცსამსახურების დამოკიდებულება მის მიმართ იყო ფრთხილი,მათმა მცდელობებმა დაეთანხმებინათ ფილარეტი თანამშრომლობაზე ფუჭად ჩაიარა. „მათ იცოდნენ, რომ არ წავიდოდი ჩემი ძმების დასმენებზე. იცოდნენ ბოლო წუთამდე. იციან ეხლაც“, განაცხადა ფილარეტმა, weekly.ua-თვის მიცემულ ინტერვიუში.

12/09/2014 14:16:18 ადიგენში მუსლიმები აქციას გეგმავენ

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები მუსლიმები დღეს აქციის გამართვას გეგმავენ. 

15/01/2014 18:40:46 საქართველოში მცხოვრებ სუნიტებს ორი მუფთი ეყოლებათ

საქართველოში მცხოვრებ სუნიტებს ორი სამეუფო ექნებათ.აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თავისი მუფთი ეყოლებაახალი შეიხი ჰყავთ ქართველ  შიიტებსაც.

14/08/2014 12:59:54 ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობა იმართება. მსვლელობა სასულიერო პირებმა და მრევლმა ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყეს. ისინი ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს "ზნეობის დაცვისკენ" მოუწოდებენ.

23/01/2014 11:05:14 საქართველოს პატრიარქი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს,  განცხადება გამოაქვეყნა.

04/09/2016 15:06:24 დედა ტერეზა კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

კათოლიკურმა ეკლესიამ დედა ტერეზა წმინდანად შერაცხა. ცერემონია პაპმა ფრანცისკემ რომში წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა

06/12/2014 13:00:23 ილია მეორე: შევთხოვ უფალს, დაამშვიდოს საქართველო და რუსეთი

შევთხოვ უფალს, რათა ღმერთმა აქ მოღვაწე წმინდა მამების ლოცვებით დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება და საქართველო და რუსეთი, - თქვა ილია მეორემ ალექსანდრე ნეველის ტაძარში წმინდანის სახელობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.