"ოცნებების სასაკლაო" - მეტეხის ხიდზე მომხდარი დანაშაულის მოწმეები დუმილს არღვევენ
05/10/2016 18:23:47

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკა წამალაშვილის ჟურნალისტური კვლევა-ფილმი "ოცნებების სასაკლაო", რომელიც 1992 წლის 6 იანვარს მომხდარი ერთი ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ გვიყვება. ამ კონკრეტულ ამბავს 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

"1992 წლის იანვარში, თბილისში, კრიმინალები  დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ. 6 იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ პარლამენტის ალყაშემორტმული შენობის დატოვება გადაწყვიტა. იმ ტრაგიკულ დილას  პრეზიდენტს და მის კოლონას რამდენიმე ადგილას გაუხსნეს ცეცხლი.  უმძიმესი იყო პრეზიდენტის კოლონაში შემავალი  ავტობუსის დაცხრილვის ფაქტი მეტეხის ხიდზე.  იქ  მოკლულების შესახებ ცნობები  დამალეს.  ადამიანთა  მცირე ჯგუფი თბილისის საავადმყოფოებსა და მორგებში  ცდილობდა დაჭრილებისა და  მოკლულების მიგნებას" - მოგვითხორობს ეკა წამალაშვილი ფილმში.

როგორც ეკა წამალაშვილმა INFONET-ს უთხრა, სწორედ იმ ტრაგიკულ დილას გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 1992 წლის  6 იანვარს მეტეხის ხიდზე მოკლულებში იყვნენ:  36 წლის თამაზ კაკულია, 43 წლის კოტე კურდღელია, 25 წლის ემზარ ლომთაძე, 32 წლის სერგი ინასარიძე, 40 წლის ნოდარ პაპიაშვილი, გელა გელაშვილი, ვახტანგ თორდია, ვალიკო ყავლაშვილი და კიდევ 4  უცნობი პირი.  

გავიდა ლამის 25 წელი, ეკა წამალაშვილს ფილმში „ოცნებების სასაკლაო“ მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის მძღოლი, მისი  მგზავრები და პრეზიდენტის კოლონის გამცილებელი  – საჯაროდ  პირველად ყვებიან ყველაფერს..

თუ გაინტერესებთ ვინ ესროლა  ავტობუსს, რომლითაც   დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას სხვა მომხრეები თბილისს ტოვებდნენ, უყურეთ ამ ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის წარდგენასაც  ავტორის  განმარტებით დავასრულებთ:

„ამ ფილმით მე მინდოდა ჩემი წილი ბოდიში მეთქვა 1992 წლის 6 იანვარს მეტეხის ხიდზე დახვრეტილი ავტობუსის სოხუმელი მძღოლისთვის იური გაგუასთვის, 24 ნატყვიარს რომ ატარებს, ერთი ფილტვით რომ დარჩა და არც ერთი ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღია! უზენაესი საბჭოს დეპუტატებისთვის, ასევე  სოხუმელებისთვის : რეზო კემულარიასთვის და ვლადიმერ მირცხულავასთვის, მათთან ერთად ნემო ბურჭულაძისთვის და სხვებისთვის... იქ მოკლულ თამაზ კაკულიასთვის ( ისიც სოხუმიდან იყო), სერგი ინასარიძისთვის და სხვებისთვის. იქ   დაჭრილებისთვის, იმ დახვრეტილი ავტობუსის გამცილებლისა და  დამცველისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას კომენდანტ გოჩა ბახიასთვის ( ასევე სოხუმიდან) და კიდევ ბევრისთვის...

ბოდიში, რომ არ მოვიკითხეთ და დავივიწყეთ დიდი დანაშაული, რომლის მსხვერპლიც ყველა ვართ. პირველ რიგში და განსაკუთრებით კი თქვენ.

ბოდიში, რომ ჩვენ ვუშვებთ ამის ჩამდენებმა " ღირსებაზე" და "სამართლიანობაზე" გველაპარაკონ  და  "ჰეროკრატია" გვიჩვენონ.“


18/01/2015 19:56:15 უკრაინელებმა დონეცკის აეროპორტი გაათავისუფლეს და ქალაქშიც შევიდნენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძლებმა დონეცკის აეროპორტის გარშემო სეპარატისტთა პოზიციებს შეუტიეს. პრეზიდენტი მრჩევლის იური ბორიუკოვის ინფორმაციით, სამხედროებმა მიიღეს ბრძანება მასირებული ცეცხლის გახსნის შესახებ. 

17/10/2016 14:46:24 დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საველე მეთაური საკუთარ სახლში ააფეთქეს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად "მოტოროლა" მოკლეს. პავლოვი საკუთარ სახლი ლიფტში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლა. პავლოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს

25/05/2016 09:53:51 EPP: ოპოზიციაზე თავდასხმა საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას და წინასაარჩევნო გარემოს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. ის მომხდარს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას უწოდებს. 

14/03/2014 18:55:06 პუტინი უკრაინაში ინტერვენციის შეწყვეტის სამ პირობას აყენებს

კერისა და ლავროვის შეხვედრაზე ხუთ მარტს პარიზში რუსეთმა სამი პირობა დააყენა, რის შესრულების შემდეგ შეწყვეტდა ინტერვენციას უკრაინაში - პრეზიდენტის არჩევნების გადატანა, უკრაინის NATO-ში არ შესვლის პირობის დადება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე შეთანხმებული რედაქციის ხელისმოწერაზე უარის თქმა

15/05/2014 14:28:58 პატრიარქი: ჩვენ არ ვეთანხმებით აგრესორთან დიალოგს

უკრაინის პატრიარქი ფილარეტი მოუწოდებს მთავრობას არ აწარმოოს მოლაპარაკებები აგრესორთან. 

09/06/2014 17:13:23 ენმ-ს დაფინანსების საქმეზე Eximus Holding-ის დირექტორი ალექსანდრე გოგოხია პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის Eximus Holding-ის დირექტორი ალექსანდრე გოგოხია.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.