ვეტერანი ფეხბურთელების გადაწყვეტილებას სპორტის მინისტრი არ ეთანხმება
20/08/2015 16:28:03

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძის კანდიდატურას წარადგენენ. სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ.

გადაწყვეტილება მათ არველაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელიც ერთი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. რევაზ არველაძემ ვეტერან ფეხბურთელებს ფეხბურთის განვითარების საკუთარი 4-წლიანი გეგმა გააცნო, რის შემდეგაც მან შეხვედრა დატოვა. ვეტერანებმა ღია კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ მხარი არველაძისთვის დაეჭირათ.

ვეტერანი ფეხბურთელების გადაწყვეტილებას სპორტის მინისტრი გამოეხმაურა.მას ვეტერანების გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიაჩნია. ტარიელ ხეჩიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვეტერანები ყველა კანდიდატს მოუსმენენ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ:

"ასეთი პირობით შეხვდნენ ვეტერანებს, რომ ბატონ რეზოს უნდა გაეცნო თავისი საარჩევნო პროგრამა, თავისი ხედვები, დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ვეტერანები ასევე შეხვდებიან სხვა კანდიდატებს და როცა გაეცნობიან ყველა კანდიდატს, მერე მიიღებენ სწორ გადაწყვეტილება." აცხადებს ხეჩიკაშვილი.

19/02/2014 23:00:52 ელენე გედევანიშვილმა დღევანდელი ასპარეზობა მეჩვიდმეტე ადგილზე დაასრულა

დღეს ელენე გედევანიშვილმა სტარტი ქალთა მოკლე პროგრამაში აიღო. მან თავის გამოსვლაში 54,70 ქულა მოაგროვა.

14/06/2014 01:01:51 ჰოლადიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონები 1-5 გაანადგურა

ჰოლანდია-ესპანეთის მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს. მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ჰოლანდიის ნაკრებმა, რომელსაც ვან გაალი წვრთნის გამანადგურებელი ანგარიშით 1-5 დაამარცხა.

01/08/2014 14:13:14 ჩიხურას ფანებმა რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში მოაქციეს

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას შორის შეხვედრა გუშინ, ბაქოში გაიმართა. მატჩის დროს ტრიბუნებზე ქართველმა გულშემატკივრებმა რუკა გადმოფინეს წარწერით "ეს საქართველოა", რუკაზე აზერბაიჯანის ამჟამინდელი ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. ბანერის გადმოფენას დაპირისპირება მოჰყვა გულშემატკივრებს შორის. sportbox.az-ის ცნობით, ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სამსონ ფრუიძემ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა.

25/07/2014 14:53:01 ჩიხურა-ბურსასფორის მატჩი ჩიხურას გამარჯვებით და ჩხუბით დასრულდა (VIDEO)

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურამ თერთმეტმეტრიანების სერიაში, ანგარიშით - 4:1 დაამარცხა თურქული ბურსასფორი და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

21/02/2014 15:28:07 რაგბის მატჩზე გულშემატკივრები აქციას გეგმავენ

თბილისში ხვალ, 22 თებერვალს 17 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის ნაკრებს მასპინძლობს. გულშემეტკივრები კი აქციას გეგმავენ.

20/06/2014 04:49:52 რუსეთის ნაკრებს ბრაზილიიდან გაძევება ემუქრება

ფეხბურთის საერთაშორისო ფდერაცია ( FIFA) აპირებს დასაჯოს რუსეთის ნაკრები გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი ნაცისტური გამოხტომების გამო, სამხრეთ კორეის ნაკრებთან მატჩის დროს. რა ფორმით გადაწყვეტს FIFA რუსეთის ნაკრებს ჯერჯერობით უცნობია.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.