რესტორან "თავადურს" მიხეილ ხუბუტია გარჩევებს უწყობს და მათ დასჯას ცდილობს
13/01/2015 23:20:35

რესტორან "თავადურის" ადმინისტრაციას  უცნობი პირები მიხეილ ხუბუტიასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ახსნა-განმარტებას სთხოვდნენ. დღეს საღამოს "თავადურ სახინკლეში" ადმინისტრაცია რუს სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. რესტორანის ზედა სართულებზე კი "რუსმეტალის" კორპორატიული საღამო იყო. 

INFONET-ის წყაროს ცნობით, საღამოს 10 საათიდან "თავადურ სახინკლეში' რამდენიმე პირი შემოვიდა, რომლებიც ადმინისტრაციის სუფრიდან რამდენიმე ადამიანს მიესალმა და ცალკე მაგიდასთან დაჯდა. ცოტა ხანში ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, მათ მაგიდას მიუსდხდნენ. საუბარი ხუბუტიას ცემის დეტალებს შეეხებოდა. უცნობმა პირებმა მოითხოვეს აეხსნათ, რატომ გაილახა მიხეილ ხუბუტია იმ დღეს. ცოტა ხანში მაგიდასთან დამატებით ადამიანი გამოიძახეს - რესტორნის დაცვის უფროსი. როგორ ჩანს, ის ამ გამოძახებისთვის მზად იყო. მან იმ დღეს მომხდარი ინციდენტი აღწერა, ხუბუტიას საქციელი დეტალებში გაიხსენა, შემდეგ კი უცნობებს მომხდარი შემთხვევის ამსახველი ფოტოები უჩვენა. ერთ-ერთმა სტუმარმა კამერის ჩანაწერებიც მოითხოვა, რაზეც რესტორნის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა რომ ჩანაწერი პოლიციაშია, ვინაიდან საქმეს პოლიცია იძიებს. რა პროფესიის იყვნენ რესტორან თავადურში ახსნა განმარტების მისაღებად მისული ადამიანები INFONET-ის წყარო არ აკონკრეტებს.

დაცვის უფროსი დეტალურად მოყვა იმ საღამოს მომხდარ ისტორიას. მისი განცახდებით, ხუბუტია იმ საღამოს სრულიად არაადეკვატურად მოიქცა. საუბარი რესტორნის ადმინისტრაციასა და უცნობებს შორის რუსულ-ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. რესტორან "თავადურის" ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, უცნობ ადამიანებს განუცხადა, რომ ხუბუტია მას რესტორნიდან ხალხის გაყრას სთხოდა. "რატომ უნდა გამეყარა, იმიტომ რომ ამას  ხუბუტია ითხოვდა? ეს ის ქვეყანა არ არის, სადაც ასეთი რამეები ხდება. მერე როგორ უნდა მეცხოვრა ამ ქვეყანაში?" აღსანიშნავია, რომ საუბარი დაძაბულობის გარეშე, ახსნა-განმარტების რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსულებმა დაცვის უფროსთან საუბრის შემდეგ კითხვების დასმა შეწყვიტეს. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ისინი ლევანის მეგობრები იყვნენ და მხოლოდ ამიტომ დაინტერესდნენ  ამ ამბით. ამის შემდეგ საუბარი დასრულდა და უცნობებმა რესტორანი დატოვეს

შეგახსენებთ, რომ  2014 წლის 20 დეკემბერს მიხეილ ხუბუტიამ  რესტორან "თავადურში" დებოში მოაწყო, რესტორნის დაცვის თანამშრომლებს, მიმტანებსა და მენეჯერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  რესტორნის დაცვა იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა. პოლიციამ საქმე იმავე დღეს, სისხლის სამართლი კოდექსისი 125-ე მუხლით  აღძრა.გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

21/03/2016 15:46:28 მაესტროს დამფუძნებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლები მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, მაესტროს დამფუძნებლები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.

17/01/2014 12:20:39 იუსტიციის მინისტრმა პატარკაციშვილის ოჯახთან გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, 17 იანვარს, საჯარო გახადა 2011 წლის 6 ივლისს საქართველოს ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმებული ის ხელშეკრულება, რომლითაც გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა ტელეკომპანია იმედის სანაცვლოდ  მათ კუთვნილ კომპანიებს (17 საწარმო) ჩამოეწერათ საგადასახადო დავალიანება, პატარკაციშვილის ოჯახმა ასევე უარი თქვა ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაზე

12/07/2014 12:19:17 პრეზიდენტი: ჩვენ დღეს მივეცით ხმა ახალი თვიმმართველობის ჩამოყალიბებას

საარჩევნო უბანში მისვლით ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. 

13/08/2014 12:21:12 არასამთავრობოები: ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა გახსნილია

ბარბარე რაფალიანცის საქამე გახსნილია, - ამ განცხადებას ორგანიზაცია თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში აკეთებენ. მათივე თქმით, ამ საქმეზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა და ვიდეომტკიცებულებებს ამის შესახებ მალე გაასაჯაროებენ.

09/07/2014 10:44:42 ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. ის 11:00-ზე საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდება. 

20/08/2015 15:28:39 ხიდაშელი: საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს

როდესაც NATO-მ უარი თქვა გაფართოებაზე 2008 წელს, სწორედ მაშინ დაიწყო ომი, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას. ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.