დავით საყვარელიძე უკრაინაში თანამდებობაზე ინიშნება და მოქალაქეობას იღებს
23/12/2014 18:29:40

ნაციონალური მოძრაობისა და პარლამენტის წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის მოქალაქეობას იღებს და უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს უკრაინულმა გამოცემა "უკრაინსკაი პრავდამ" გაავრცელა.


სააგენტოს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეობის საკითხების კომისიამ რეკომენდაცია მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ორ პირს გაუწია, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოს საჯარო სამსახურში უნდა დაინიშნონ.


სააგენტო ინფორმაციას პარტია უდარ-ის,  ასევე უკრაინის რადას წევრზე ვალერი პაცკანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ასევე მოქალაქეობის საკითხების კომისიის წევრია.


პაცკანის თქმით, მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაწევის საკითხი კომისიის ორშაბათის სხდომაზე გადაწყდა. მისივე განმარტებით, საუბარია დავით საყვარელიძესა და გიზო უგულავასთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.


"ესენი არიან სპეციალისტები, რომლებმაც გაატარეს რეალური რეფორმები საქართველოს პროკურატურაში", -აღნიშნავს პაცკანი.



11/02/2014 22:34:29 პრემიერი მერაბიშვილთან დაკავშირებით ივანიშვილის შეკითხვას იზიარებს

პრემიერმა ღარიბაშვილმა youtube-ზე ატვირთული ვიდეოს შესახებ და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით. საქმე მოკლე დროში იქნება გამოძიებული და მკაცრად დასჯილი ვინც დამნაშავეა. ღარიბაშვილი ასევე იზიარებს შეკითხვას, რომელიც მერაბიშვილის საკნიდან გატაცების თაობაზე დასვა - "მერე რა გააუპატიურეს?"

04/04/2014 12:28:52 პროკურატურამ გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ დაკითხვაზე მოწმის სახით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია დაიბარა.

09/07/2014 15:10:14 ლავროვი: არავის ვურჩევ ყირიმზე შეიარაღებულ თავდასხმას

რუსეთი ყირიმზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში იმოქმედებს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის მიხედვით, - აცხადებს სერგეი ლავროვი

07/10/2016 12:37:33 უსუფაშვილი:ხვალ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს

ხვალ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

19/02/2015 12:52:05 თავისუფალი დემოკრატები: ევროატლანტიკურ კურსს რეალური საფრთხე ემუქრება

ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება, - განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

19/09/2014 11:00:26 აშშ-ს სენატმა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მთავარი პარტნიორის სტატუსი მიანიჭა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ერთსულოვნად მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარებს. 


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.