ქართველი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა
14/11/2014 01:21:57

58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა კახა ბენდუქიძე ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი. მან გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაიკეთა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი  გულის უკმარისობა გახდა.

კახა ბენდუქიძე საქართველოში ეკონომიკის მინისტრად 2004 წელს დაინიშნა ის რუსეთიდან დაბრუნდა და მიხეილ სააკაშვილმა ის რეფორმების მთავარ პერსონად გამოაცხადა. თითქმის ხუთი წლის განმავლობაში კახა ბენდუქიძემ საქართველოს ეკონომიკაში და არა მარტო 70 მდე რეფორმა გაატარა, რის შედეგადაც საქსრთველო მსოფლიო ბანკმა ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა.

მემარჯვენე რეფორმების სულის ჩამდგმელმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამის შემდეგ აგრალური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა. კახა ბენდუქიძემ საზოგადოება ცოდნა დააფუძნა, რომლითაც ინვესტირება განათლებაში ჩადო.

კახა ბენდუქიძე ეკონომიკურ მრჩევლად სხვადასხვა ქვეყანაში მიიწვიეს, ის უკანასკენელ პერიოდში უკრაინის ხელისუფლებას უწევდა რჩევებს ანტიკორუფციულ რეფორმებსა და ეკონომიკურ საკითხებში.

30/07/2014 12:26:18 გლადანში გალფის ტერმინალზე ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან

თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის ცნობით, წყალსადენის ქუჩაზე რეზერვუარების აფეთქების საფრთხე არ არსებობს.

30/07/2014 11:47:38 გლდანში გალფის ტერმინალზე საწვავის რეზერვუარი იწვის

გლდანში მდებარე კომპანია გალფის ტერმინალზე ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საწვავის რეზერვუარს უკიდია. აფეთქდა რამდენიმე ავზი. ცეცხლის კვამლშია გახვეული მიმდებარე ტერიტორია. კვამლი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზეა.

04/09/2016 13:58:13 ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული გემი ჩაიძირა

თურქეთში ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული გემი შტორმში მოყვა და ჩაიძირა.

24/07/2014 15:05:50 ავიაკომპანია Air Algerie-ს თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ალჟირის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Air Algerie-ს თვითმფრინავი რადარიდან გაქრა. თვითმფრინავი ბურკინა ფასოდან ალჟირში მიფრინავდა.

24/07/2014 15:58:03 Air Algerie-ს თვითმფრინავი ნიგერიაში ჩამოვარდა

ალჟირის ტელევიზიის ინფორმაციით, რადარიდან გამქრალი Air Algerie-ს თვითმფრინავი ნიგერიაში, ქალაქ ნიამეიში ჩამოვარდა.

19/03/2016 15:11:03 როსტოვში ავიაკატასტროფის შედეგად რუსეთის, უკრაინის, უზბეკეთისა და ინდოეთის მოქალაქეები დაიღუპნენ(VIDEO)

როსტოვში Fly Dubai-ის ლაინერის კატასტროფის შედეგად დაღუპული 55 მგზავრიდან 33 ქალია, 18 მამაკაცი და 4 ბავშვი. დაღუპულთაგან 44 რუსეთის მოქალაქეა 8 უკრაინის, ორი ინდოეთის და ერთი უზბეკეთის. ამის შესახებ ინფორმაცია Fly Dubai-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.