FIFA მოუწოდებს არ წავიდნენ 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტირების გზით
25/07/2014 23:00:00

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს გარკვეული ქვეყნების მხრიდან 2018 წლის მსოფლიო ჩემპინატის, რომელიც რუსეთში ჩატარდება, შესაძლო ბოიკოტის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

"ისტორია ამტკიცებს, რომ სპორტული ღონისძიებების იზოლაცისა და კონფრონტაციის პოლიტიკასთან ერთად არ არის პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური გზა. მსოფლიო ჩემპიონატი აერთიანებს გუნდებს და ქვეყნებს მთელი მსოფლიოდან. მასზე ჯგუფური ტურნირიდან დაწყებული ფინალამდე შენერჩუნებულია ფერ-ფლეის და ურთიერთ პატივისცემის ატმოსფერო", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია გამოთქვამს რწმენას, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ხალხებს შორის კონსტრუქციული დიალოგის და დადებითი სოციალური ცვლილებების შემოტანის კატალიზატორი შესაძლოა გახდეს.

"ფეხბურთის არ შეუძლია ყველა პრობლემის მოგვარება, მით უფრო, მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენ გვინახავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სიკეთის ძალა გამხდარა. FIFA თვლის, რომ იგივე განმეორდება რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე", აღნიშნავს ორგანიზაცია.

2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტისაკენ ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჯონ ვან'თ სხიპმა მოუწოდა. 2014 წლის მარტში კი ამერიკელი სენატორები მარკ კირკმა და დენ კოატსმა FIFA-ს მიმართეს თხოვნით, შეუჩერონ რუსეთს ორგანიზაციის წევრობა, ჩამერთვას მას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება, ასევე არ შეუშვან რუსეთის ეროვნული გუნდი ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე.

რამდენიმე დღის წინ კი აქტივისტებმა ინტერნეტით გაავრცელეს პეტიცია , რუსეთისათვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამორთმევის და ამ უფლების ჰოლანდიისატვის გადაცემის მოთხოვნით. 


12/06/2014 23:32:23 ბრაზილიამ ხორვატის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატში დაამარცხა

ბრაზილიის ნაკრებმა ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამხსნელ მატჩში ხორვატიის ნაკრები 3-1 დაამარცხა. 

22/07/2014 13:06:50 პეტიცია: მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთის მაგივრად ჰოლანდიაში უნდა ჩატარდეს

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების მოწინააღმდეგეებმა ინტერნეტ კამპანია დაიწყეს. მათ FIFA-ს პეტიციით მიმართეს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება და ყველა მსურველს შეუძლია ამ მოთხოვნას შეუერთდეს. პეტიციის ავტორები FIFA-ს რუსეთისათვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამოართმევას და ჰოლანდიისათვის გადასცემას ითხოვენ.

20/06/2014 04:49:52 რუსეთის ნაკრებს ბრაზილიიდან გაძევება ემუქრება

ფეხბურთის საერთაშორისო ფდერაცია ( FIFA) აპირებს დასაჯოს რუსეთის ნაკრები გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი ნაცისტური გამოხტომების გამო, სამხრეთ კორეის ნაკრებთან მატჩის დროს. რა ფორმით გადაწყვეტს FIFA რუსეთის ნაკრებს ჯერჯერობით უცნობია.

20/02/2014 01:01:39 მაიდნის სოლიდარობის ნიშნად ოლიმპიადაში მონაწილეობაზე ორმა სპორტსმენმა უარი განაცხადა

უკრაინის ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ოლეგ და ბოგდანა მაცოცკებმა. სოლიდარობა გამოუცხადეს ევრომაიდანს და უარი განაცხადეს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე

21/02/2014 15:28:07 რაგბის მატჩზე გულშემატკივრები აქციას გეგმავენ

თბილისში ხვალ, 22 თებერვალს 17 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთის ნაკრებს მასპინძლობს. გულშემეტკივრები კი აქციას გეგმავენ.

01/08/2014 14:13:14 ჩიხურას ფანებმა რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში მოაქციეს

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას შორის შეხვედრა გუშინ, ბაქოში გაიმართა. მატჩის დროს ტრიბუნებზე ქართველმა გულშემატკივრებმა რუკა გადმოფინეს წარწერით "ეს საქართველოა", რუკაზე აზერბაიჯანის ამჟამინდელი ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. ბანერის გადმოფენას დაპირისპირება მოჰყვა გულშემატკივრებს შორის. sportbox.az-ის ცნობით, ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სამსონ ფრუიძემ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.