ჩიხურა-ბურსასფორის მატჩი ჩიხურას გამარჯვებით და ჩხუბით დასრულდა (VIDEO)
25/07/2014 14:53:01

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურამ თერთმეტმეტრიანების სერიაში, ანგარიშით - 4:1 დაამარცხა თურქული ბურსასფორი და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

მატჩი ძალიან დაძაბული იყო. დამთავრებისას მოედანზე და მის გარეთ, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გამარჯვება ბოლო თერთმეტმეტრიანი დარტყმის ავტორმა თორნიკე მუმლაძემ, სტუმართა გულშემატკივრების ტრიბუნასტან უსიამოვნო ჟესტი ჩვენებით აღნიშნა, რაც, სავარაუდოდ, უეფას ყურადღებას დაიმსახურებს და ფეხბურთელი გარკვეულ სასჯელსაც მიიღებს. ამ ჟესტმა ბურსასფორის გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია, მათ მოედანზე საგნების სროლა დაიწყეს, ფეხბურთელები კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ხმაურიანი იყო მატჩისშემდგომი პრესკონფერენციაც - თურქთა მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩიხურას ხელმძღვანელობამ თურქი თარჯიმნის მომსახურება არ უზრუნველყო. თავის მხრივ, ადგილზე იყო ქართული და ინგლისური ენის თარჯიმანი, რაც უეფას მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ორი ქვეყნის მედიის წარმომადგენლებს შორის ინციდენტი საპრესკონფერენციო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბურსასფორის მწვრთნელმა ქართველ ჟურნალისტებს უყვირა. ქართველ ჟურნალისტებს შორის თურქულის მცოდნე აღმოჩნდა, რომელმაც გაიგო, როგორ უთხრა სტუმართა მთავარ მწვრთნელს თურქმა ჟურნალისტმა ქართველებისთვის არაფერი ეთარგმნათ. წაგებით აღშფოთებულმა  ერთ-ერთმა სტუმარმა ჟურნალისტმა ქართველ კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  ამის შემდეგ, ქართველ და თურქ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაციის განმუხტვაში სამართალდამცველები ჩაერივნენ.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე  საჩხერის ჩიხურას მეტოქე ბაქოს ნეფთჩი იქნება. პირველი შეხვედრა ბაქოში 31 ივლისს, საპასუხო კი თბილისში 7 აგვისტოს გაიმართება.


20/06/2014 04:49:52 რუსეთის ნაკრებს ბრაზილიიდან გაძევება ემუქრება

ფეხბურთის საერთაშორისო ფდერაცია ( FIFA) აპირებს დასაჯოს რუსეთის ნაკრები გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი ნაცისტური გამოხტომების გამო, სამხრეთ კორეის ნაკრებთან მატჩის დროს. რა ფორმით გადაწყვეტს FIFA რუსეთის ნაკრებს ჯერჯერობით უცნობია.

25/07/2014 23:00:00 FIFA მოუწოდებს არ წავიდნენ 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტირების გზით

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს გარკვეული ქვეყნების მხრიდან 2018 წლის მსოფლიო ჩემპინატის, რომელიც რუსეთში ჩატარდება, შესაძლო ბოიკოტის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

12/06/2014 23:32:23 ბრაზილიამ ხორვატის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატში დაამარცხა

ბრაზილიის ნაკრებმა ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამხსნელ მატჩში ხორვატიის ნაკრები 3-1 დაამარცხა. 

24/03/2014 19:47:23 პუტინმა საბჭოთა მშთ-ს პროგრამა აღადგინა


"ერთ-ერთი ინიციატივა ამ სფეროში არის მშთ-ს აღდგენა. ამ პროექტის გამოისობით გაიზარდა არაერთი ჯანმრთელი და აქტიური ადამიანების თაობა. ბრძანება ამ პროექტის დაწყების შესახებ უკვე ხელმოწერილია, ამასთან გადავწყვიტეთ ძველი სახელის დატოვებაც - "მზად ვართ შრომისა და თავდაცვისთვის", ამით პატივს მივაგებთ ეროვნული ისტორიულ ტრადიციებს".

20/08/2015 16:28:03 ვეტერანი ფეხბურთელების გადაწყვეტილებას სპორტის მინისტრი არ ეთანხმება

ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძის კანდიდატურას წარადგენენ. სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ.

20/02/2014 01:01:39 მაიდნის სოლიდარობის ნიშნად ოლიმპიადაში მონაწილეობაზე ორმა სპორტსმენმა უარი განაცხადა

უკრაინის ოლიმპიური ნაკრების წევრებმა ოლეგ და ბოგდანა მაცოცკებმა. სოლიდარობა გამოუცხადეს ევრომაიდანს და უარი განაცხადეს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.