პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 19:02:31

მარნეულში საარჩევნო ინციდენტთან დაკავშირებით სპეცრაზმია მობილიზებული. საარჩევნო უბნის ეზოდან ცპეცრაზმის შესვლის შემდეგ პროტესტის მონაწილეები დაიშალნენ. მათ დატოვეს 48-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია.

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 18:53:40

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამორიცხავს პარტიის აქტივისტების ნებისმიერ ჩარევას მარნეულის 48-ე უბანზე. გიორგი ტუღუში ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს ურჩევს, "თუ ინფორმაციას არ გადაამოწმებს, ტელევიზორს შეხედოს".

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 16:29:30

სოფელ ფონიჭალაში, #29-ე საარჩევნო უბანზე სპორტული აღნაგობის 15-მდე პირის კონცენტრირება შეინიშნება. 

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 16:10:34

ცესკოს ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39.79% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 222 634 მოქალაქეა. 

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 15:34:19

თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებზე, ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობსი ათეულის წევრი გიორგი ტუღუში ავრცელებს. 

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 15:27:48

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ცაგარეიშვილმა თავისუფალი დემოკრატების მიერ დაფიქსირებული დარღვევის შესახებ ისაუბრა.

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 15:11:24

Palitra TV ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საარჩევნო უბანზე ყოფნის ვიდეოს ავრცელებს,ბიძინა ივანიშვილს ხმის მოცემის დროს მოქალაქემ საყვედურით მიმართა.

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 14:20:47

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 14:00-ის მონაცემებით დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 62 საჩივარი და 48 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 14:10:43

ქართული ოცნება ინფორმაციას, ზესტაფონის საარჩევნო ოლქში რამდენიმე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით, ავრცელებს.

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 13:30:20

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19,81% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 695 948 ამომრჩეველს შეადგენს.

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 13:28:31

”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს”(TI) ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დამკვირებლების მიერ 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.

პოლიტიკური სიახლეები
08/10/2016 13:14:55

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩასვლას აუცილებლად გეგმავს, თუმცა "უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს", ამბობს სააკაშვილი.


ექსპერტთა მოსაზრება
„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.