„რაც მოსაცილებელია მოვაცილოთ, რაც გასამარტივებელია – გავამარტივოთ“

ეკა წამალაშვილი

„Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია. უკრაინელები მხარს უჭერენ რეფორმებს, მათ სურთ რაც შეიძლება სწრაფად დაინახონ რეფორმების შედეგები, ქართველმა რეფორმატორმაც სულ რაღაც ოთხი სიტყვით აუხსნა ურთულესი საქმის არსი, იმის, რაც ხალხს ასე სურს და რის მიღწევასაც უკრაინის ხელისუფლების ნება და რეფორმატორთა უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.

„რაც მოსაცილებელია მოვაცილოთ, რაც გასამარტივებელია – გავამარტივოთ“, – მარტივი ნათქვამია, არადა დიდი ომის მეორე ფრონტის ხაზს მოიცავს, უკრაინამ კი ეს ომი უნდა მოიგოს.

უკრაინელები ქართველ რეფორმატორს ფეისბუქზე წერენ:

ჟანა კოლესნიკოვა: გია, გისურვებთ ოპტიმიზმს და რწმენას, რომ აუცილებლად შევცვლით ამ გაუმჭირვალე და ამ განუკითხაობის სისტემას.

ოქსანა პოგრებნიაკი: გია, როგორც ყოველთვის თქვენს სიმაღლეზე ხართ. რა თქმა უნდა ქრთამი ანგრევს საზოგადოებას და სახელმწიფოსადმი რწმენას, მაგრამ, უკვე არის დადებითი ძვრები და მე მჯერა პირადად თქვენი.. ამასთან, ყოველმა მოქალაქემ უნდა მოიხადოს თავისი ვალი და დაიწყოს საკუთარი ცნობიერების გარდაქმნით, წამატებები თქვენ და დიდი მადლობა.

22 სექტემბერს ოდესაში ჩასულმა გია გეწაძემ უკრაინულ ენაზე განუმარტა უკარინელებს ახალი სერვისის – „ ელექტრონული სასამართლოს „ – არსი და თან დადო პირობა, რომ ეცდება სამომავლოდ უფრო გამართული უკრაინულით წარუდგინოს უკრაინის მოქალაქეებს ახალი სერვისები.

ბიუროკრატია, ქაღალდები, რიგები – კორუფციის წყაროა. თავისი ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა უკრაინის იუსტიციის სამინისტროში გეწაძემ ამის ახსნით დაიწყო. გავიდა 7 თვე და უკვე არსებობს ძალიან შთამბეჭდავი ჩამონათვალი იმისა. თუ რა გაკეთდა ბიუროკრატიის, ქაღალდების და რიგების შესმაცირებლად.

ერთ -ერთი ბოლო სიახლე ერთ – ერთი ახალი სერვისია, რომელიც ახალშობილის მშობლებს თავიდან ააცილებთ ბავშვის დაბადების მოწმობისთვის რიგში დგომას. უკრაინაში დაბადების მოწმობებს პირდაპირ სამშობიარო სახლებში გასცემენ. სერვისის პრეზენტაცია ლვოვში შედგა, რამდენიმე თვეში კი ის მთელ ქვეყანაში ამუშავდება.თვეების წინ იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე უკრაინელებს ამ სერვისს დაპირდა და ეს სერვისი მუშაობას იწყებს.

„ძალიან ცუდია მოქალაქეები ქრთამს რომ იხდიან, უბედურება კი იმაშია, რომ სახელისუფლო ორგანოები ქმნიან რეგულაციებს, რომლებიც მოქალაქეებს ქრთამის გადახდას აიძულებენ,“- თქვა გია გეწაძემ ახლახან რადიო „ვესტის“ ეთერში და დაამატა:“ როცა მოქალაქეს უბრალო ცნობისთვის საათობით უწევს რიგში დგომა, როცა ამ დროს მასთან მიდის ვიღაც და სთავაზობს ქრთამის სანაცვლოდ მომსახურებას, მოქალაქეს ნუღარ ვუსაყვედურებთ – რატომ გადაიხადე ქრთამიო.ეს ჩვენ არ უნდა შევუქმნათ მას მდგომარეობა, რომელშიც ქრთამის გადახდა მოუწევს. მოცემულ რეალობაში გვაქვს ძველი, კორუმპირებული სისტემა, მთელი თავისი კორუმპირებული ჩინოვნიკებით, რომლებისთვისაც რიგში მდგომი თითეული მოქალაქე შემოსავლის წყაროა .ჩვენ უნდა მოვხსნათ რიგები.“

მთელი სისტემის შეცვლა ურთულესი საქმეა. იუტიციის სამინისტრო კი ქმნის მაგალითს იმისა, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა შესაძლებელია „ამ შედეგებზე რომ ვლაპარაკობთ, თან უნდა მოვუბოდიშოთ მოსახლეობას, ჩვენ გვინდა მეტი და მანამდე გვსურს გიჩვენოთ წარმატებების ერთგვარი კუნძული იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს შესაძლებელია.“- ამბობს გეწაძე.

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქაღალდებზე უარს ამბობს. უკვე მუშაობს ელექტრონული ბაზა და სერვისი, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საჭირო ცნობები, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. უკრაინის ყველა მოქალაქეს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ყველას არ შეუძლია ელექტრონული სერვისით სარგებლობა.მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს,ქვეყნის მასშტაბით ყველგან უნდა შეეძლოთ ხარისხიანი მომსახურების მიღება. უკრაინას ახლა არც დრო აქვს და არც ფინანსური რესურსი საიმისოდ, რომ იუტიციის სახლები ააშენოს. მომსახურების ეფექტური სერვისები საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე იქმნება. ქვეყანაში არის 7000 ნოტარიუსი, თავიანთი ოფისებით, ლიცენზიით, შემოსავლებით, გავლილი აქვთ ტრეინინგები და არის ადგილობრივი ორგანოები. რეფორმა მათ შორის ქმნის კონკურენტული გარემოს. უკრაინაში ახალი წლიდან უნდა ამუშავდეს უნიკალური მოდელი – იუსტიციის სახლების მსგავსი იქნება ადგილიბრივი თვითმმართველიბების სერვის ცენტრები და მათ კონკურენციას ნოტარიუსები გაუწევენ პირველი ასეთი სერვისები ახალ წლამდე ოდესაში უნდა ამუშავდეს – ოქტომბერში.

ახლა უკრაინის იუსტიციის სამინიტროში აქვთ მოლოდინი, რომ პარლამენტი დროულად დაამტკიცებს შვიდამდე კანონპროექტს, რაც შექმნის რეგიტრაციის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების სფეროში რეფორმების ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას. ამის შემდეგ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო იქნება რეფორმირებული სისტემის,სრულიად ახალი სისტემის სამინისტრო.

სასამართლო რეფორმის მოლოდინში

უკრაინაში სასამართლოს რეფორმირების დასაწყებად დიდი კონსენსუსის მიღწევაა საჭირო, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით უნდა დაგვირგვინდეს. როცა გია გეწაძეს სასამართლოს რეფორმის მნიშვნელობაზე ეკითხებიან, ის პასუხობს: “ძველი ოთხსაფეხურიანი და სამშტოიანი სისტემა მოსაცილებელია, თან უკრაინაში არაა საჭირო 4000 -ზე მეტი მოსამართლე. მთავარია მოსამართლეები დაინიშნონ ღიად. საბოლოოდ თუ ჩვენ არ შევქმნით ნდობას სასამართლოს მიმართ, ჩვენი რეფორმები მხოლოდ მოკლევადიანი შედეგების მომტანი იქნება.თუ არ შეგვიძლია რეფორმის გატარება, ნუ მოვატყუებთ ხალხს, კოსმეტიკური ცვლილებები არ უნდა გავატაროთ. ბევრი მოსამართლეა დანიშნული ქრთამით, ეს ავადმყოფობა უნდა მივიცილოთ, თუ იქნება პოლიტიკური ნება, ამის შეცვლა 2 თვეში შეიძლება.“

თავდაპირველი გამოქვეყნების ლინკი: https://medialinege.wordpress.com/2015/09/22/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA/

„რაც მოსაცილებელია მოვაცილოთ, რაც გასამარტივებელია – გავამარტივოთ“ „Ненужное – упразднить, Нужное – упростить“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ეს ფრაზა უკრაინაში უკვე პოპულარულია.