გამოკითხვა

NDI-ის გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი. კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ არ იცის. გამოკითხულთა 31%-მა სწორი პასუხი გასცა, 13%-მა კი - არასწორი.

გამოკითხვა

NDI-ის კვლევის ფარგლებში ერთერთი შეკითხვა იყო - რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. გამოკითხულთა 42%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას. ეს მაჩვენებელი აპრილის, გამოკითხვის იდენტურია. 

გამოკითხვა

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, რეიტინგში პოლიტიკოსთა შორის პირველ ადგილზეა ირაკლი ალასანია 60%-ით, მეორე ადგილი პრემიერ მინსტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 54%-ით და დავით უსუფაშვილი - 51%-ით. მოწონების რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი ასევე  48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, ასევე 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით - თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ.

გამოკითხვა

გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების ნახევარზე მეტი (66%) შიშობს, რომ დონბასში შეტაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გადაიზრდება, თუმცა 55% ამართლებს რუსეთის მხრიდან პრორუსი აჯანყებულების სამხედრო დახმარებას. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს "ლევადა ცენტრი"აქვეყნებს.

გამოკითხვა

რუსეთის მოსახლეობის მეოთხედი თვლის, რომ რუსეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებში შიშს იწვევს. 64 პროცენტი ამართლებს დონბასისთვის რუსეთის მიერ იარაღის მიწოდებას. გამოკითხულთა აზრით, რუსეთს ძლიერ სახელმწიფოდ არმია და პრეზიდენტის ავტორიტეტი ხდის - პუტინი და არმია არის რუსეთის ძლიერების შემქმნელი. გამოკითხვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ) ჩაატარა.

გამოკითხვა

NDI-ს გამოკითხულთა 62% ამართლებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კამპანიას "ეს შენ გეხება - ისევ გისმენენ", ხოლო 10% - უარყოფითად პასუხობს.